კახაბერ გოგოტიშვილი: ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა ეს საპატრიარქო და საქართველოს ეკლესიაა

14:53 09-05-2017
220

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი .. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმიანება.

 ძალიან დამამწუხრებელია მთელი ეს პროცესი, რადგან ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა ეს საპატრიარქო და საქართველოს ეკლესიაა, იმიტომ, რომ იმ დღიდან, როდესაც .. ციანიდის საქმე დაიწყო, დაიწყო გაუთავებელი საუბრები, რომელმაც ძალიან ცუდად იმოქმედა მთელს მოსახლეობაზე.

 არა მარტო მართლმადიდებელ მრევლზე არის საუბარი, მთელი საქართველოს მოსახლეობაზე ცუდი განწყობა შეექმნათ. ჩვენ ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვინც დაზარალდა, ეს იყო საქართველოს ეკლესია. რაც შეეხება მამა გიორგის, მთელი საპატრიარქო ლოცულობს მისთვის. ვითხოვთ უფლისგან, რომ მას ქონდეს წყალობა, მხნეობა, რომ ამ განსაცდელს გაუძლოს მამა გიორგიმ.

 რაც შეეხება განცხადებებს, რომელიც კეთდება - შეფასებები სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ რომ ეს არასერიოზული განცხადებებია, რის საფუძვლებზე აკეთებენ ამ განცხადებას - მე ვგულისხმობ სასულიერო პირებს და აფასებენ მოსამართლის გადაწყვეტილებას. მათ ალბათ, სავარაუდოდ მოუწევთ საეკლესიო კანონების წინაშე პასუხების გაცემა - რის საფუძველზე კეთდებოდა მათი ეს განცხადებები“, - აღნიშნა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

 

მანვე საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

 ასე რომ, მინდა, მამა გიორგის მხნეობა ვუსურვო და მოვუწოდო ყველას სიმშვიდისაკენ და ვუთხრათ, რომ თავი აარიდონ რაღაც გამომწვევი განცხადებების გაკეთებას, რომელიც უფრო მეტად დაძაბავს საქართველოს მოსახლეობას და კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ეკლესიას, იმიტომ რომ ეს არის ცილისმწამებლური განცხადებები თითქოს საქართველოს სასამართლო, სახელმწიფო და საპატრიარქო მოქმედებენ ვიღაცის წინააღმდეგ, რაც არანაირად შეესაბამება სიმართლეს“, - დასძინა დეკანოზმა.

 კითხვაზე, არის თუ არა დაპირისპირება საპატრიარქოში, მამა კახაბერი ამბობს, რომ საპატრიარქოში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

 ეს არის საქართველოს ეკლესია, რომელიც ერთიანი და განუყოფელია, სხვადასხვა აზრი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს დაპირისპირებას ხომ არ ნიშნავს. დაზარალებულია ეკლესია, რადგან ასეთი მძიმე ბრალდებით სასულიერო პირი ციხეში ზის და საქართველოს მოსახლეობისთვის ეს ძნელად მისაღები და ასახსნელია. ვთხოვ სასულიერო პირებს და ხალხს, რომ უფრო ნუ გაამძაფრებენ ამ ურთიერთობებს“, - აღნიშნა მან.