ეს არის თამაში, პირდაპირი ნადირობა ადამიანზე - გოცირიძე სააკაშვილის ექსტრადირებაზე

16:39 09-05-2017
161

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინისთვის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მიმართვას "ორი მხდალი ხელისუფლების შიშად აფასებს, რომლებიც ცდილობენ, სააკაშვილი უკრაინაში არ შეუშვან.

ამის შესახებ გოცირიძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა. 

"თითქოს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებას ეხმარება მიხეილ სააკაშვილის შეშინებაში, რომ დღემდე სააკაშვილი თუ შევიდოდა, უკრაინის ხელისუფლება მას ვერ დააკავებდა. ახლა კი გააგზავნეს იგივე მოთხოვნა და რის საფუძველზე დათანხმდება უკრაინის ხელისუფლება, როდესაც იგივე მოთხოვნაზე უთხრა უარი?! ეს არის თამაში, პირდაპირი ნადირობა ადამიანზე. თუმცა მიშა სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც ამას შეუშინდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც დაგეგმა. კიდეც შევა უკრაინაში და ვერავინ ვერ შეუშლის ხელს", - განაცხადა გოცირიძემ. 

ქართულმა მხარემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით უკრაინის მხარეს დღეს მიმართა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე