ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი, რომელიც ამ წუთებში ბათუმში პრესკონფერენციას მართავს, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. კითხვაზე, ისაუბრეს თუ არა მან და პრემიერ-მინისტრმა მასთან სტუმრობისას დეკანოზზე, მეუფემ დაადასტურა, რომ საუბარი მამა გიორგი მამალაძესაც ეხებოდა.
"ჩემთან იყო პრემიერ-მინისტრი და ის იყო თუ გაიხსენებთ, 19 აპრილს, ეს არის ზმეო აწარაში ტრაგედიის დღე, მეწყერით 1989 წელში დაიმეწყრა სოფლები და ამის წლისთავი გახლდათ იქ ადგილობრივ მღვდელმთავარს შეხვდა, შემდეგ კი მოისურვა ჩემთან შეხვედრა. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა. იყო რა თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი, შევეხეთ, თუმცა შემდეგ როგორც მიკიბვ-მოკიბვა გამოიწვია, რომ ამის შემდეგ დაუმძიმდა დეკანოზს მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა მეუფემ.