რა შუაში იყოს საერთოდ შორენა თეთრუაშვილი და მისი მკვლელობა? - მეუფე დიმიტრი

18:32 09-05-2017
398

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი ე.წ. ციანიდის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ეხმაურება და ამბობს, რომ ბრალდების მხარე ხელოვნურად ცდილობდა შეექმნა მოტივაცია, თითქოს  შორენა თეთრუაშვილი წყვეტს ეკლესიაში  გარკვეულ საკითხებს.

"მათ მითხრეს, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები და გამოძების, უფრო სწორად სასამართლოს პერიოდში უფრო გავამყარებთო. მართალი გითხრათ, ცოტა გასაკვირი იყო ჩემთვის ის, რომ სასამართლო პროცესში როგორ შეიძლებოდა გამყარებულიყო, როცა გამოძიება უკვე დასრულებული იყო.  მინდა გითხრათ, რომ ​დღევანდელი გადაწყვეტილების დროს ჩვენ მაინცდამაინც გამყარებული საკითხები ვერაფრით ვერ დავინახეთ ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც სვავს საზოგადოება და მათ შორის ჩვენც, გახლავთ ის, რომ რა შუაში იყოს საერთოდ შორენა თეთრუაშვილი და მისი მკვლელობა? ძალიან გაუგებარი იყო, დღემდე გარკვეულ კითხვებს აჩენს. ჩვენი სასამართლოს დროს დაკითხვის პერიოდში იყო ერთგვარი მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ, ზეწოლა იმისა, რომ შექმნილიყო ერთგვარი მოტივაცია, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილი მძლეთამძლეობაზე და რომ ის გარკვეულწილად წყვეტს ეკლესიაში საკითხებს, მას შეუძლია შეაჩეროს ადამიანის წინსვლა და ასე შემდეგ. რაზეც მე მათ განვუცხადე და ბევრმა მღვდელმთავარმაც, რომ ეს არის შეურაცხყოფა ეკლესიის პატრიარქის, რადგან ეკლესიას მართავს სინოდი საეკლესიო დებულებით. და ყოფილა შემთხვევა წმინდა სინოდის სხდომების დრო, როდესაც მის უწმინდესობას ჰქონდა სურვილი, რომ რომელიღაცას კანდიდატს კურთხევისა, სინოდი წასული წინააღმდეგი და ეს ვერ განხორციელებულა", - განაცხდა მეუფე დიმიტრიმ.

ის ფიქრობს, რომ მყარი არ არის შურისძიების მოტივი.

"მაინცდამაინც მყარი ვერ არის. ეს მოტივაცია მათ გაუმყარა მეუფე პეტრემ, როდესაც ის წარდგა სასამართლოს წინაშე და არა მარტო, ამტკიცებდა და ამტკიცებს, რომ შორენა არის მძლეთამძლე, ის  ღებულობს ყველა გადაწყვეტილებას. ეს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, რაც პირდაპირი მნიშვნელობით მან ამ ქმედებით შეგნებულად თუ შეუგნებლად პირდაპირი პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.



ავტორი: