გამიმყარდა ეჭვები, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი არ ჰქონია - მეუფე დიმიტრი

18:37 09-05-2017
334

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ეჭქვეშ აყენებს „ციანიდის საქმეზე“ გამოძიების მიერ შემოთავაზებულ ვერსიას. 

„გამიმყარდა ეჭვები, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი საერთოდ არ ჰქონია“, - აღნიშნა საგანგებო პრესკონფერენციაზე მეუფე დიმიტრიმ. 

მათ რომ ეს ფაქტები ჰქონოდა ამას არ დამალავდა. მეცუამრავი დეტალი აქვთ გადაღებული, ათობით საათის მასალაა. ფაქტობრივად, პროკურატურამ ეს ფაქტები ვერ წარმოაჩინა. 

მისივე თქმით, ციანიდის საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული და კვლავაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. 

მეუფე ამბობს, რომ ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნის დროს მან მიიღო სრულიად სხვაგვარი ინფორმაცია, თუ რა გზით მიჰქონდა გერმანიაში ციანიდი დეკანოზ მამალაძეს. ბათუმის მიტროპოლიტი ამბობს, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დეკანოზს ციანიდი ჩანთაში ქარხნული წესით ჰქონდა მიმაგრებული.

ავტორი: ლილუ მიროტაძე