ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი იხსენებს, რომ 5-6 წლის წინ, როდესაც დეკანოზ გიორგი მამალაძე უკრაინაში, დონეცკის ოლქში მსახურობდა, მეუფე პეტრე ქართულ დიასპორას აფრთხილებდა, რომ თავი შეეკავებინათ გიორგი მამალაძესთან ურთიერთობისგან.
მეუფე დიმიტრისათვის გაუგებარია, თუ გიორგი მამალაძე რამდენიმე წლის წინ საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნება იყო, დღეს რატომ შეიქმნა გმირი.
"მეუფე პეტრემ თავგამოდებით იცავს, ალბათ მის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება მაგრამ ჩემთვის მეტად საინტერესო რამ არის, რომ 5-6 წლის წინ როდესაც გიორგი მამალაძე მსახურობდა უკრაინაში ის ხვდება უკრაინის, კერძოდ დონეცკის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და კატეგორიულად აფრთხილებს , რომ თავი შეიკავონ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ურთიერთობისგან. მე ყოველთვის კეთილი ურთიერთობა მქონდა მეუფე პეტრესთან და ჩემთვის იყო გასაკვირი, რომ მე არაფერს მეუბნება, მით უმეტეს, რომ გიორგი მამალაძე უკრაინიდან ჩამოვიდა ჩვენს ეპარქიაში. თუ იმათ აფრთხილებს, ხომ შეეძლო მას ჩემთვისაც ეთქვა მიზეზები. თუ მაშინ დეკანოზი გიორგი მამალაძე იყო საზოგადოებისთვის საშიში, დღეს რატომ შეიქმნა გმირი ვერაფრით ვერ ვხვდები",- განაცხადა მეუფე პეტრემ.
მისივე თქმით, არაპირდაპირი მნიშვნელობით პროკურორებს უნდოდათ გაემყარებინათ მოტივაცია, თუ რატომ შეიძლებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძეს გასჩენოდა სურვილი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის.
"ითხოვდნენ დაგვედასტურებინა, რომ შორენა თეთრუაშვილს შეუძლია ვინმეს ცხოვრება განკარგოს, რაზეც მე არ დავეთანხმე და ეს მოტივაცია მათ გაუმყარა მეუფე პეტრემ. დეკანოზ მამალაძეს დღემდე ჰგონია, რომ ის მისი ერთადერთი დამცველია",- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.