მეუფე პეტრემ შეგნებულად თუ შეუგნებლად პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი - მეუფე დიმიტრი

19:00 09-05-2017
141

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე აცხადებს, რომ  მეუფე პეტრე ცაავამ თავისი განცხადებებით პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი.

"მოტივაცია, რომ ეს შურისძიებით მოხდა, მანამდე ვისმენდით, რომ ეს იყო ანგარების მიზნით, მყარი ვერ არის. მინდა გითხრათ, რომ ეს მოტივაცია მათ გაუმყარა მეუფე პეტრემ, როდესაც ის წარსდგა სასამართლოს წინაშე და ამტკიცებდა, რომ შორენა არის მძლეთა-მძლე და ის არის ყველა გადაწყვეტილების მიმღები. ეს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, რაც პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ვთქვა, რომ მან ამ ქმედებით შეგნებულად, თუ შეუგნებლად პირდაპირ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ. 

 

ავტორი: