დავიბარე ოხანაშვილი და დეკანოზი და ვაფიცე, ჰქონდათ თუ არა რაიმე შეხება შეკვეთილ წერილებთან - მეუფე დიმიტრი

19:15 09-05-2017
434

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის განცხადებით, "შეკვეთილი წერილები" მისთვის ძალიან დამთრგუნველი იყო. მისი თქმით, ეპისკოპოსმა იაკობმა პირველი განცხადება გააკეთა, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და მისი ჯგუფი უკვეთავდა მათზე წერილებს.

"სხვადასხვა წყაროებით გავიგეო, ესეც თქვა. მე მაშინ დავუძახე დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩემთან ბათუმში, ხოლო ოხანაშვილს თბილისში და ვაფიცე, ჰქონდა თუ არა რაიმე შეხება ამ შეკვეთილ წერილებთან, რაზეც მან კატეგორიული უარი მითხრა, თუმცა შემდეგ მქონდა შესძლებლობა, უფრო სწორად მოვისმინე, წამიკითხეს თუ რაც ქვია ირაკლი მამალაძის ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენ როდესაც წერილს მიკვეთავდნენ, როდესაც ვიღაცის წინააღდმეგ პასკვილს ვაცხობდით, შემდეგ დეკანოზისგან მივიღე რამდენჯერმე, რომ მეუფე დიმიტრი კმაყოფილია და მადლობა გადაგიხადათო", - განაცხადა მეუფემ. 

მისი თქმით, მეუფე პეტრეს რა როლი ჰქონდა ამ საქმეში არ იცის.

"ვერ ვიტყვი, რომ ირაკლი მამალაძე დიდი ნდობით სარგებლობს ჩემ თვალში, თუმცა თავის ჩვენებაში ახენებს მეუფე პეტრეს გარემოცვას წერილებთნ დაკავშირებით", - განაცხადა მეუფემ. 

 

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე