მეუფე დიმიტრი გამორიცხავს, რომ პატრიარქის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
მეუფე შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციასაც გამორიცხავს და უძნდება კითხვა, მაშინ რატომ ეძებნდა დეკანოზი ციანიდს.
„მე ვერ ვიტყვი, რომ პატრიარქის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, რადგან მამალაძისა და პატრიარქის ურთიერთობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. ვხედავდი, რომ მას უსაზღვროდ უყვარდა პატრიარქი. გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. ასევე გამოვრიცხავ შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად აზრი აქვს დაკარგული თუ რატომ უნდა მომხდარიყო შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაცია. თუმცა, აქ უკვე მძიმე დღეში ვარ, რადგან ფაქტია, რომ ეს ადამიანი ეძებდა ციანიდს და ვიღაცაზე საუბრობს", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.