ირაკლი კობახიძე აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელს 8 სექტემბერს დაასახელებს

15:52 09-06-2017
108

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გენერალურ აუდიტორს 8 სექტემბერს დაასახელებს. როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ახალ აუდიტორს პარლამენტი 20 სექტემბრისათვის აირჩევს. 

”ჩვენ ასარჩევი გვყავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი. როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატურის დასახელება პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა. ზეგ, პარასკევს, გენერალური აუდიტორის კანდიდატურას დავასახელებ. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გენერალური აუდიტორი 20 სექტემბრისათვის დავამტკიცოთ”, - განაცხადა კობახიძემ. 

ამჟამად გენერალური აუდიტორის ფუნქციას ნინო ლომჯარია ასრულებს. მან თანამდებობაზე ლაშა თორდია შეცვალა. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე