ცნობილი მსახიობი და წამყვანი, რუსკა მაყაშვილი შვილს ელოდება. რუსკა მაყაშვილის თქმით, ორსულობის შესახებ პირველი თვის შემდეგ გაიგო. ამის შესახებ მსაიობმა "იმედის დღის" შოუს სტუმრობისას განაცხადა. მისევ თქმით, შვილს 8 ოქტომბრამდე ელოდება.
„პირველი თვე საერთოდ არ ვიცოდი, რომ ორსულად ვიყავი. ვიფრინე და ჩამოვედი. მერე გავიგე და ექიმმა მთხოვა, ერთი თვე მაინც ვყოფილიყავი მშვიდად ამდენი ფრენის შემდეგ. ერთი თვე იყო მშვიდი, დიდხანს ვერ გავძელი და ისევ გავვარდი გადაღებებზე, რეპეტიციებზე, სპექტაკლებზე. ჩვეულებრივად მივუდექი ამ ამბავს, ავად არ ვარ, ვარ ფეხმძიმედ. ერთადერთი იყო, რომ ორი თვე გაბოროტებული, ცუდი დედაკაცი ვიყავი, მთელი კაცობრიობა მეზიზღებოდა თვენახევრის განმავლობაში… ყველაზე რთული პერიოდია პირველი ტრიმესტრი, მერე უბრუნდები შენს თავს. ვერ ვხვდებოდი, რა მდგომარეობა იყო… სანდრომ ამიტანა და ისევ მიტანს“,- განაცხადა მსახიობმა.