"რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმის, ნიკოლოზ კვაჭაძის თქმით, ვაკეში, "პიქსელის" შენობასთან მომხდარი ინცინდენტის შემდეგ კლინიკაში პაციენტებს შემოყვანის დროს აღენიშნებოდათ სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. მათ ჩაუტარდათ ოპერაციები და განაგრძობენ მკურნალობას.
ექიმის თქმით, მძიმეა დაჭრილი ქალის მდგომარეობა.
დღეს ვაკეში „პიქსელის“ შენობაში ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა დანით დაჭრა, რის შემდეგაც თავი დაიჭრა.