ვაკეში დაჭრილ ქალს შესაძლოა, კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდეს

17:09 09-06-2017
186

"რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმის, ნიკოლოზ კვაჭაძის თქმით, ვაკეში, "პიქსელის" შენობასთან მომხდარი ინცინდენტის შემდეგ კლინიკაში პაციენტებს შემოყვანის დროს აღენიშნებოდათ სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. მათ ჩაუტარდათ ოპერაციები და განაგრძობენ მკურნალობას. 

ექიმის თქმით, მძიმეა დაჭრილი ქალის მდგომარეობა, რომელსაც შსაძლოა კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდეს.

დღეს ვაკეში „პიქსელის“ შენობაში ახალგაზრდა ქალი ქმარმა დანით დაჭრა, რის შემდეგაც თავი დაიჭრა. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე