"რომელი მეუღლე არ იქნება კონფლიქტური, როდესაც საეჭვიანო ექნება..."- დაზარალებულის მამიდა

17:15 09-06-2017
4306

ვაკეში ინცინდენტის დროს დაზარალებული ქალის მამიდა ციცო ფუტკარაძე აცხადებს, რომ ქმარმა ქალი სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა.

"რომელი მეუღლე არ იქნება კონფლიქტური, როდესაც საეჭვიანო ექნება. რამდენად მართალია ეს საეჭვიანო, არ ვიცი, მაგრამ საერთოდ თბილისში თუ მუშაობდნენ, ეგეც არ ვიცოდი. ცხოვრობდნენ სოფელში. ჰყავთ სამი შვილი", - განაცხადა დაზარალებულის მამიდამ.

დღეს ვაკეში „პიქსელის“ შენობაში ახალგაზრდა ქალი ქმარმა დანით დაჭრა, რის შემდეგაც თავი დაიჭრა. 
 

ავტორი: ლილუ მიროტაძე