ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელია, თუმცა თვლის, რომ საზოგადოება, რომლისგანაც მის მიმართ ასეთი აგრესია მოდის, ღირსი არ არის იმაზე მეტი იცოდეს, ვიდრე იცის.
“მე მეუბნებიან, რომ საზოგადოება ჩავახედე სარკეში და არ მოეწონათ , რომ მახინჯი თავები დაინახეს. ამიტომ მთელი აგრესიაა ჩემზეა წამოსული. მე რომ საზოგადოების მცირე ჯგუფის მხარდაჭერა მაინც მქონდეს, უფრო მეტს ვიტყოდი ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს საზოგადოება არ არის ღირსი, რომ იმაზე მეტი გაიგოს ამ საქმეზე, რაც იცის. ეს არის საზოგადოება, რომლის დიდ ნაწილს სჯერა, რომ მაგდა პაპიძე არის მართალი. დღეს კი მამა გიორგი ეცოდება.”-განაცხადა ირაკლი მამალაძემ გადაცემაში “პოლიტმეტრი”.