ქეთა თოფურიამ ქმართან დაშორება აღიარა - "...დიდი ხანია ერთად აღარ ვართ..."

13:31 09-07-2017
915

ქეთა თფოურია „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე ადასტურებს, რომ ქმარს დაშორდა. მომღერალი ფოტოს აქვეყნებს, სადაც მისი ყოფილი მეუღლე, ბიზნესმენი ლევ გეიხმანი და პატარა ოლივია არიან გამოსახულნი.

„ლევჩიკ, მადლობა შენ იმ ბედნიერებისთვის, რასაც ოლივია ჰქვია. ძალიან მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ერთად აღარ ვართ, ჩვენ ოჯახი ვართ, მეგობრები და ეს სამუდამოა. მიყვარხარ!..", - წერს  ქეთა.

შეგახსნებთ, რომ რუსული პრესა დიდი ხანია, რაც ქეთა თოფურიასა და ლევ გეიხმანის დაშორების შესახებ წერს.