იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე რა გადაწყევტილებას მიიღებს უკრაინული მხარე, ეს მათთვის ცნობილი არ არის. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ საქართველოს მიმართა წერილით, სადაც აინტერესებდა, 2014-2015 წლებში მოთხოვნილი ექსტრადირების საკითხი ძალაში იყო თუ არა, რაზეც საქართველოს პროკურატურამ დადებითი პასუხი გასცა.
"უკრაინულმა მხარემ მოგვმართა წერილით, სადაც დასვა შეკითხვა, რომ ის 2014-2015 წლების ექსტრადირების მოთხოვნები, რომელიც მათ მიიღეს თავის დროზე და ეს არსებობს, იყო თუ არა დღეს ძალაში, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, რომ დიახ, ის მოთხოვნები არის დღესაც ძალაში და კიდევ ერთხელ თავის დაზღვევის მიზნით, გადაიგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც ადრე იყო გაგზავნილი. შესაბამისად, მორიგჯერ, უკრაინულ მხარეს აქვს მოთხოვნა განახლებული და იგივე დოკუმენტაცია. თქვენთვის ცნობილია, გუშინდელი და გუშინწინდელი კომუნიკაციებიდან, რომ უკრაინაში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, რაკი ჩვენგან შეიტყვეს, რომ სამართლებრივი ინტერესი კვლავ არის ძალაში. უკრაინული მხარე რისთვის არის, ან არ არის მზად, ეს არ შეიძლება ქართულმა მხარემ წინასწარ იცოდეს. ეს შეიძლება იცოდეს მხოლოდ უკრაინულმა მხარემ", - აღნიშნა წულუკიანმა.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ ექსტრადირების მოთხოვნას პოლიტიკური საფუძველი აქვს, უსაფუძვლოა.
"ბევრჯერ მითქვამს, რომ პოლიტიკოსობა არ არის იმუნიტეტი და თუკი რომელიმე მთავრობის წარმოამდგენელი სჩადის ისეთ ფაქტებს, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც დანაშაული და იქნება კითხვები გამოძიებისგან, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი იქნება, თუ წინა ხელისუფლების, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე", - განაცხადა წულუკიანმა.
ის იზიარებს სოზარ სუბარის აზრს იმასთან დაკაგვშირებით, რომ კარგი იქნება სააკაშვილი თავად დაესწროს მის სასამართლო პროცესებს.
"ეს არ არის მხოლოდ ბატონი სუაბრი აზრი, არსებობს ჩანაწერი ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნტქებისა, რომელიც ამბობს, რომ ბრალდებულმა იმისთვის, რომ სრულად განახორციელოს სამართლიანი სამართლოს უფლებიდან გამომდინარე მისი უფლებები, აჩვენოს, რომ ის მართალია, კარგია, რომ ის არის სასმართლოს დარბაზში იყოს. ეს არ გამოუგონია ბატონ სუბარს", - განაცხადა წულუკიანმა.