დღიდან ამ მთავრობის მუშაობის დაწყებისა, არანაირ პრემიებს მთავრობაში, მითუმეტეს, უმაღლეს დონეზე ადგილი არ ჰქონია - ვიქტორ დოლიძე

14:22 09-07-2017
87

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, დღიდან ამ მთავრობის მუშაობის დაწყებისა არანაირ პრემიებს მთავრობაში, მითუმეტეს, უმაღლეს დონეზე ადგილი არ ჰქონია.

ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"რაც შეეხება პრემიებს და დანამატებს. დღიდან ამ მთავრობის მუშაობის დაწყებისა არანაირ პრემიებს მთავრობაში, მითუმეტეს, უმაღლეს დონეზე ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, ტარდება საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმა, ჩვენ ივლისში ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესრულება უკვე დავიწყეთ. ეს არ არის პოპულარული, იოლი, საკმაოდ რთული პასუხისმგებლობაა, რომელის საქართველომ აიღო და მათ შორის პრემიერ-დანამატების და სახელფასო განაკვეთის საკითხი აუცილებალდ მოგვარდება",- განაცხადა დოლიძემ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე