ხვალიდან საქართველოს მტელს ტერიტორიაზე გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში 26-29, აღმოსავლეთ საქართველოში 25-30, თბილისში კი 29 გრადუსია მოსალოდნელი.