მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად აღსრულდება - ბესელია სააკაშვილის ექსტრადირებაზე

17:05 09-07-2017
157

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელია აცხადებს, რომ უკრაინას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე ქართულმა მხარემ მიმართა. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ იყო გაგზავნილი ეს მოთხოვნა. 

"უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე ქართულმა მხარემ მიმართა. ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო გაგზავნილი ეს მოთხოვნა. სააკაშვილმა მოქალაქეობა მიიღო და პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი შეიცვალა, მაგრამ როცა ის უკრაინის მოქალაქე აღარ არის, შესაბამისად, სამართლებრივი პროცედურები - სასამართლო განხილვა გრძელდება, დღის წესრიგში საკითხი ისევ დადგა და აბსოლუტურად გამართლებულია მოთხოვნა, როცა ქართული მხარე მის ექსტრადირებას ითხოვს, რადგან მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა ქართული მართლმასჯულების მიერ. ასევე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ჩვენი კონსტიტუციით, ეს მოთხოვნა დასაბუთებულია. შემდეგ რა მოხდება, ამას დავაკვირდებით. მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად მოხდება და მართლმსაჯულება აღსრულდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულ მხარეს შესაბამისი წერილით უკრაინამ მიმართა და დაინტერესდა, რჩებოდა თუ არა ძალაში მოთხოვნა ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების შესახებ. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის შესაბამის უწყებას სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრატირების მოთხოვნით მორიგ ჯერზე 1 სექტემბერს მიმართა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე