რუს ტურისტს, რომელსაც თავს დაესხნენ, პოლიციაში კითხავენ

17:43 09-07-2017
154

ამ წუთებში ნაცემი რუსი ტურისტი ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მეხუთე განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. ჯერჯერობით ისევ უცნობია მომხდარი ინციდენტის ზუსტი მიზეზი.

დღეს დილით,  ალექსიძის 1 ნომერში, კორპუსის სადარბაზოსთან 3 უცნობი მამაკაცი რუსს ვიზიტორს სასტიკად გაუსწორდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული.დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმას შეესწრო დაშავებული ტურისტის მეგობარი გოგონაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძარცვას გულისხმობს. 
 

ავტორი: ლილუ მიროტაძე