თუმანიშვილის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე აცხადებს, რომ ის მიხეილ გიორგაძის პირადი შურისძიების მსხვერპლია. მისი თქმით, ის თეატრის შვიდ დამფუძნებელს შორის ერთ-ერთია და მინისტრს მისი თეატრიდან გაშვების უფლება არ ჰქონდა.
დღეს ქეთი დოლიძემ მიხეილ გიორგაძეს მიმართა და სთხოვა, რომ დაებრუნებინა ის რეჟისორის თანამდებობაზე და სწორედ მინისტრის პასუხის შემდეგ გადაწყვეტს ის როგორ გააგრძელებს მუშაობას თეატრში.
"მე დღეს თეატრში არა ვარ, მე ვარ ამ თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. სულ შვიდი დამფუძნებელია და მათ არასდროს არ უნდა შეხებოდათ ხელი.რაც არ უნდა მომხდარიყო არავის არ ჰქონდა უფლება ამ თეატრიდან ამ შვიდი ადამიანის გაშვების. დღეს ვერც კი მოიფიქრეს ის, რომ რადგან მე დავკარგე სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია, უცებ აღმოვჩნდი თეატრის გარეთ", - განაცხადა ქეთი დოლიძემ ტელეკომპანია "იბერიასთან".