ფარისევლობასთან ერთად ეს იყო უპრინციპო, ნახევარი სიმართლით და სიცრუით წარმოებული პრესკონფერენცია - ასე აფასებს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის პრესკონფერენციას ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცააავა.
"მზაკვრობის და ცბიერების აქცენტებია გაკეთებული ჩემთან მიმართებაში, რაც ღმერთმა შეუნდოს და გონს მოეგოს ნებისმიერი ამ სიცრუის მიმდევარი. შევთხოვ უფალს რომ მეუფე მოწოდების სიმაღლეზე დააბრუნოს. ვის აწყობს ეს ყველაფერი? გარდა ხელისუფლების ეს აწყობს იმ ადამიანს, ვინც არის ყველა ამ სცენარის უკან მდგომი, ინტრიგების დედოფალი. მე ეჭვი მაქვს რომ თავიდანვე მეუფე იაკობის ღიად დაპირისპირება მეუფე დიმიტრისთან ასევე ამ ქალის ინპირირებულია. დღესაც რაც ხდება, ესეც მისი ხე ლწერაა და არის აქცენტის გადატანა იმაზე, რომ მღველმთავრები ერთმანეთსა დავუპირისპირდეთ იმის ნაცვლად, რომ გავერთიანდეთ და საერთ მტერს და ეკლესიაში არსებულ ხორცმეტს ერთად შევებრძოლოთ. რადგან ეს ქალბატონი ისევ ჩრდილში ყველაფერს განაგებს და მეუფეს ეს საქციელიც არის მისი ხელწერა",- განაცხადა მეუფე პეტრემ გადაცემა "რეაქციაში".
ის ურჩევს მეუფე დიმიტრის, რომ პატრიარქისგან აიღოს დიდსულოვნების და სულიერების მაგალითი, ვიდრე ამ ქალისგან ინტრიგები ისწავლოს.