ირაკლი ფირცხალავას ადვოკატები და ოჯახის წევრები პროკურატურაში ორშაბათს მივლენ

16:12 09-08-2017
318

პროკურატურამ მოწმის მოსყიდვისა და მუქარის შესაძლო ფაქტზე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მსჯავრდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები გამოკითხვის მიზნით დაიბარა.

როგორც პატიმრობაში მყოფი ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ ნინო ხვიტიამ "პრაიმტაიმს" განუცხადა, პროკურატურაში ორშაბათს, 12:00 საათზე არიან დაბარებულები.

როგორც "პრაიმტაიმს" პროკურატურიდან აცნობეს, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულები არიან ე.წ ,,კორტების სპეცოპერაციის’’ საქმეზე მსჯავრდებული ი. ფ-ს მეუღლე ნ. ხ., შვილი - ნ. ფ., ასევე ადვოკატები დ. ხ. და მ. ვ. საქმე ეხება მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებს (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით). 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე