რუსული გამოცემა ქეთა თოფურიასა და რეპერი გუფის რომანის დამადასტურებელ ახალ ფოტოს აქვეყნებს

18:33 09-08-2017
2302

 A'Studio-ს  სოლისტმა ქეთა თოფურიამ და რეპერმა გუფიმ რომანი უარყვეს, თუმცა სკანდალის შემდეგ ქეთა თოფურიამ ქმართან დაშორება გუშინ  ინსტაგრამის გვერდზე ოფიციალურად დაადასტურა. დღეს კი რუსული მედიაში ქეთა თოფურიასა და რეპერი გუფის რომანის დამადასტურებელი ახალი ფოტო გაავრცელდა. პორტალმა Super-მა ქეთასა და გუფის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ისრაელშია გადაღებული. 

შეგახსენებთ, რომ 30 წლის A'Studio-ს  სოლისტ ქეთა თოფურია 4 წელი ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ერთად ცხოვრობდა. მათ საერთო შვილი ოლივია ჰყავთ. გულშემატკივრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ოჯახი სრულყოფილ ჰარმონიაში ცხოვრობდა. თუმცა, მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი უკვე ნახევარი წელია, რაც ერთად არ ცხოვრობს. როგორც ქეთა თოფურიას დედამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ლევ გეიხმანი შვილს ქალიშვილს ხშირად არ ნახულობს.  შემდეგ რუსული მედია  სოლისტ ქეთა თოფურიას ახალ რომანზე წერდა. კერძოდ, გამოცემა life-სთვის ცნობილი გახდა, რომ უკვე ერთი წელია, რაც ქეთა თოფურია 37 წლის რეპერ გუფთან რომანტიკულ ურთიერთობებს მალავს. Life-ის ინფორმაციით, A'Studio-ს სოლისტმა საახალწლო არდადეგები ტაილანდში რეპერთან ერთად გაატარა. ამის შესახებ გამოცემისთვის თოფურიას მეგობრებისგან გახდა ცნობილი.