უკრაინის გენპროკურორი - საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზატორები და ხელშემწყობები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან

10:02 09-11-2017
1260

„შეგინის“ გამშვებ პუნქტზე საზღვრის არაკანონიერი გადაკვეთის ორგანიზატორები, ასევე ისინი, ვინც ხელს უწყობდა და ხელმძღვანელობდა ასეთ ქმედებებს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

„კანონი ითხოვს სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმათ მიცემას, ვინ მოაწყო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ვინც ხელმძღვანელობდა ან ხელს უწყობდა ასეთ ქმედებებს. ეს გაკეთდება. ასევე შეფასება მიეცემა სახელისუფლებო ინსტიტუტების დღევანდელ ქმედებებს“, - აღნიშნა ლუცენკომ. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი გუშინ გადაკვეთა. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ, სააკაშვილმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა, შემდეგ კი ისინი ავტობუსებით ლვოვისკენ გაემართნენ.