საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის ოფისში მივიდა ე.წ. კორტების საქმის მთავარი მოწმე, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. სახალხო დამცველის თქმით, ის მიმართავს პროკურატურას და წარუდგენს იმ მასალებს, რაც მას საქმესთან დაკავშირებით აქვს.
,, ვადასტურებ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდა ე.წ. კორტების საქმის მთავარი მოწმე, რომელმაც გამოხატა წუხილი, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და მასზე ზეწოლა განახორციელეს. ჩვენ იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს დღეს წარვუდგენთ გამოძიებას და დეტალების შესახებ ინფორმაციასაც გავავრცელებთ.", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კორტების საქმეზე მსჯავრდებულის ირაკლი ფირცხალავას მეუღლენინო ხვიტია პროკურატურაში იყო დაბარებული მოწმეზე ზემოქმედების საქმესთან დაკავშირებით. საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც ვაზაგაშვილების ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა გაასაჯაროვა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ პროკურატურის მთავარ მოწმეზე ფირცხალავას ოჯახის წევრები ჩვენების შეცვლის მოთხოვნით ზეწოლას ახორციელებდნენ. გაგი მოსიაშვილის ბრიფინგის შემდეგ ნინო ხვიტიამ გაავრცელა ჩანაწერი, სადაც მთავარი მოწმე საუბრობს პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე, ცრუ ჩვენების შეცვლის მიზნით. ნიო ხვიტიას პოზიციით პროკურატურამ მას დაასწრო და საქმიის პრევენციას ცდილობს.