,,ეს ხდებოდა პოლონეთსა და უკრაინაში, სადაც სახალხო დამცველის უფლებები არ ვრცელდება და არც მიხეილ სააკაშვილია საქართველოს მოქალაქე"

11:37 09-11-2017
80

საქართველოს სახალხო დამცველი გუშინ პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს მოკლე განცხადებით გამოეხმაურა.

,,ეს ხდებოდა პოლონეთსა და უკრაინაში, სადაც სახალხო დამცველის უფლებები არ ვრცელდება და არც მიხეილ სააკაშვილია საქართველოს მოქალაქე", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ჩასასვლელად საზღვარზე არ უშვებდნენ. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა უკრაინის მხრიდან შეიარაღებული ძალის კორდონი გაარღვიეს და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.