მიხეილ სააკაშვილმა შამათი გაუკეთა უკრაინის ხელისუფლებას - ამის შესახებ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, მისი თქმით, სააკაშვილმა საკუთარი პიროვნების აღზევება მოახერხა.
„ბიზნესმენი ბატონი პოროშენკო უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდა, ვიდრე პოლიტიკოსი სააკაშვილი. სააკაშვილმა მოახერხა საკუთარი პიროვნების აღზევება. მიხეილმა პრაქტიკულად შამათი გაუკეთა უკრაინის ხელისუფლებას, რის გამოც მის უკან დგას ევროპული ორგანიზაციების დიდი რაოდენობა,“ - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.