,,ქართული მარში" გრძელვადიან აქციებსა და მასშტაბურ შიმშილობას აანონსებს. პროტესტის ავტორებსა და მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: ,,აღიაროს მთავრობამ ტყუილი, რომელიც ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით თქვა", გაუქმდეს ე.წ. სოროსის ფონდი და აიკრძალოს მისი საქმიანობა საქართველოში.
ამის შესახებ ქართველთა მარშის ორგანიზატორმა სანდორ ბრეგაძემ ,,პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.
,,ერთი კვირის განმავლობაში ქართული მარში განახორციელებს ქმედით ღონისძიებას, როდესაც ჩვენ მარშით კვლავ დავიძრებიღ აღმაშენებლის გამზირიდან და არ გავჩერდებიტ მოედანზე, ჩვენ წავალთ სახელმწიფო კანცელარიისკენ და დავიწყებთ კანცელარიის პიკეტირებას, არ შევუშვებთ შენობაში მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, ჩინოვნიკებს. ქართული მარში დაიწყებს მასობრივი შიმშილობის აქცია. ეს იქნება 500 კაციანი სასიკვდილო შიმშილობის აქციას. თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, ხელისუფლების გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებს მოვითხოვთ", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.