საქართველოსთვის როუმინგის გადასახადის გაუქმებაზე ევროკავშირში ნოემბერში იმსჯელებენ

10:51 09-12-2017
86

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის როუმინგის გადასახადის გაუქმებაზე მსჯელობენ. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების"  ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკის Twitter-ზე წერს.

ჟურნალისტის ცნობით, ამ საკითხს ოფიციალურად ნოემბერში დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ.

შეგახსენებთ, 15 ივნისს ევროკავშირში როუმინგის გადასახადი გაუქმდა - ტურისტი მობილური ტელეფონით საუბარში, შმშ-ის გაგზავნაში და ინტერნეტში ზედმეტ გადასახადს აღარ გადაიხდის.



ავტორი: ლილუ მიროტაძე