საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აპირებს უკრაინის ქალაქები მოიაროს. ამის შესახებ განცხადება ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
"ვინ გითხრათ, რომ აქ სამუდამოდ დარჩენას ვაპირებ?! ძალიან მომწონს ლვოვში ცხოვრება, მაგრამ ეს არ გამოდის. ჩემი ხელფასი, რომელსაც ვიღებდი, საკმაოდ კარგი შემოსავალია, თუმა დამიხურეს ანგარიშები და არ შემიძლია ვისარგებლო ამით. შევეცდები დავიცვა ჩემი უფლებები. განსაკუთრებული აპარტამენტები აქ არ მაქვს, როდესაც აქ ჩამოვედი, მზად იყო ნომრები და ალბათ აქაურობას დღეს ან ხვალ დავტოვებ. ვაპირებ უკრაინის ყველა ქალაქის მოვლას. წავალ ივან ფრანკოვის ოლქში, ხარკოვში, ოდესაში, შემდეგ გავმეგვზავრები კიევში და იმისთვის, რომ ეს ისტორია შეწყვიტონ, ამიტომ მოვიდნენ აქ. ნუ ნერვიულობთ, თანხები მეყოფა, უკრაინის ქალაქების მოსავლელად, გზად შევივლი სასამართლოში, რათა დავიცვა ჩემი უფლებები", - აღნიშნა სააკაშვილმა.