12-17 სექტემბრის ამინდის პროგნოზი - გარემოს ეროვნული სააგენტო

14:51 09-12-2017
1366

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 12-13 სექტემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, შესაძლებელია, მცირე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

14-17 სექტემბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოსალოდნელია, უმეტესად უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა, კოლხეთის დაბლობსა და ბარში იქნება +33, +35°; სანაპირო ზოლში +28, +30°; მთიან რაიონებში +28, +33°; მაღალმთაში +19, +24°, ზოგან +31°-მდე."

ავტორი: რუსა ღვანიძე