სოციალურ ქსელში გავრცელდა ბიბლუსის სუვენირის ფოტო, საქართველოს რუკა, რომელსაც აფხაზეთი აკლია. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მომღალი მაია დარსმელიძე ეხმიანება.
"ის მოკვნეტილი საქართველოს სუვენირი ვინც დაამზადა და ვინც ყიდის ფუუ, თქვენიიიიი, პირველად გავიჭედე და ჩემს ძაან მრავალფეროვან ლექსიკონშიც კი ვერ ვპოულობ სათანადო სიტყვებს!!!! ფუუუ, თქვე უთავმოყვარეო სამარცხვინოებო!!!"-წერს მაია დარსმელიძე.
შეგახსნებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ბიბლუსმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბიბლუსს მსგავსი სუვენირი არ შეუძენია და წუნდებული სუვენირი რამდენიმე ცალი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფილიალში დაფიქსირდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიბლუსის იურისტები მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა გამოიძიონ ეს ფაქტი.