მომღერალმა ქეთა თოფურიამ, ქალიშვილის გამო, ყოფილ ქმართან. ლევ გეიხმანთან, ურთიერთობა აღადგინა.
"starhit.ru" ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავური წყვილი, რამდენიმე ხნის წინ, ერთმანეთს დაშორდა, ოლივიას გამო მათ, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. პაპარაცებმა, სამივე ოჯახის წევრი, პარკში სეირნობის დროს დააფიქსირეს.
სექტემბრის დასაწყისში, ქეთა თოფურიამ, ლევ გეიხმანთან განქორწინების გამო, თაყვანისმცემლების შოკში ჩააგდო. მომღერალმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქმარს დაშორდა, მასთან კარგი მეგობრული ურთიერთობები, ყოველთვის ექნება.
ქალიშვილის გამო, რომელსაც 2017 წლის ივნისში 2 წელი შეუსრულდა, წყვილმაა გადაწყვიტა, რომ ერთმანეთთან ხშირი ურთიერთობები შეინარჩუნონ.
ქეთა თოფურიამ, ქმართან განქორწინება, ოფიციალურად აღიარა. მიუხედავად ამისა, ისინი ოლივიასთან ერთად, დასასვენებელ პარკში ერთობოდნენ. ქეთამ, ინსტაგრამზე, მამასთან ერთად გადაღებული, ქალისშილის ფოტოც კი ატვირთა, რომელმაც მომღერლის თაყვანისმცემლების აღაფრთოვანება გამოიწვია. უამრავი ადამიანი წერდა ქეთას, რომ ქმართან კარგი ურთიერთობები შეენარჩუნებინა.
"ოლივია - ულამაზესია. ფოტოზე ნათლად ჩანს, როგორ ძლიერ უყვარს მამა". - "ულამაზესი წყვილი იყავით" - წერენ ინსტაგრამის მომხმარებლები.
მომღერალი აღიარებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გეიხმანს, დიდი ხნის წინ დაშორდა, მას მაინც ახლობელ ადამიანად თვლის.
" მადლობა ლევ იმ ბედნიერებისთვის, რომელსაც სახელად, ოლივია ჰქვია. მიუხედავად იმის, რომ დიდი ხანია ჩვენ ერთად აღარ ვართ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და სამუდამოდ დავრჩებით, ნამდვილ მეგობრებად. ძალიან მიყვარხარ ლევ"- წერდა, რამდენიმე ხნის წინ, ქეთა თოფურია ინსტაგრამზე, გეიხმანს.
შეგახსენებთ, რომ, «A'Studio»-ს სოლისტის და ლევ გეიხმანის სასიყვარულო ურთიერთობები, 2009 წლიდან დაიწყო და 2013 წელს ქორწინებით დაგვირგვინდა. ვარსკვლავური წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია, დიდი ხნის წინ გავრცელდა. ქეთას დედა ადასტურებდა, რომ წყვილი ერთმანეთს, იშვიათად ხვდებოდა.
მოგვიანებით, საინფორმაციო საგენტოები, წერდნენ, რომ მომღერალს, რეპერ გუფთან ჰქონდა რომანი. ქეთა კი ამ ინფორმაციას, არ ადასტურებდა. ის ამტკიცებდა, რომ რეპერთან, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა.
ამ ეტაპზე, ქეთა, თავისუფალ დროს, მის შვილთან, 2 წლის ოლივიასთან ერთად ატარებს. მომღერალი აღიარებს, რომ მას შემდეგ, რაც დედა გახდა, ცხოვრებას სხვა თვალით უყურებს. ქეთას თაყვანისმცემლები წერენ, რომ ოლივია, საოცრად ჰგავს მშობლებს და ულამაზესი გოგო გაიზრდება.