შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმს ელოდებიან

14:27 09-13-2017
80
თეგები: შტორმი

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გამოცხადდა საშტორმო მდგომარეობა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყველა საგუშაგოზე აღიმართა წითელი ალმები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაში შესვლა, შესაბამისად, აკრძალულია. წყალზე მაშველები, რამდენიმე ენაზე, სიტყვიერადაც აფრთხილებენ მოქალაქეებს მოსალოდნელი შტორმის შესახებ. საშტორმო მდგომარეობის მოხსნისთანავე, საგუშაგოებზე თეთრი ალმები აღიმართება

ავტორი: ლილუ მიროტაძე