კატალონიის ეროვნულ დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე, ბარსელონას ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მხარდამჭერები ამ რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფას ითხოვდენენ .
სამი კვირის შემდეგ კატალონიელებს რეფერენდუმი ექნებათ, მადრიდი კი ცდილობს მის თავიდან აცილებას.ქალაქის ქუჩები, ხალხთან ერთად ასევე აივსო დროშებით წითელ და ყვითელ ფერებში,რომელიც არის კატალონიის არაოფიციალური დროშა და ასევე პროვინციის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო.
კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი, რომელიც ესპანეთის მთავრობამ ადრე უკანონოდ ცნო, სამი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.
ბოლო გამოკითხვის მიხედვით, კატალონიის მცხოვრებთა მოსაზრებები გამოყოფის შესახებ თითქმის თანაბრად იყოფა.
კატალონია ესპანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია. სამეფოს ნაწილად, პროვინციას ავტონომიური თანამეგობრობის სტატუსი აქვს. კატალონიას ჰყავს საკუთარი პოლიცია და ასევე მისი ოფიციალური ენა გააჩნია.
თუმცა, რეგიონში შემოსავლის უმეტესობა გადასახადების სახით გადის მადრიდში.
მარტის დასაწყისში, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ რომელიც მადრიდს ეკუთვნის, რამოდენიმე დღის განმავლობაში რეფერენდუმის უკანონო კამპანიის წევრების დაარბევა დაიწყო.
სექტემბერში, კატალონიის პარლამენტმა (გენერალიტეტმა) მიიღო კანონი რეფერენდუმის შესახებ და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, კერძოდ - საარჩევნო კომისიის ფორმირებისა და კენჭისყრის ორგანიზების პრინციპების შესახებ.
მაგრამ მალე ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ყველა ეს დოკუმენტი საგანგებო სხდომაზე შეაჩერა. ესპანეთის ხელისუფლებამ ასევე გააფრთხილა კატალანური მედია, საჯარო მოხელეები და ავტონომიური რეგიონის პოლიცია სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შესახებ.
ბარსელონის მერი ატა კოლოუ ზოგადად მხარს უჭერს რეფერენდუმს, მაგრამ მოითხოვა, რომ კატალონიის პარლამენტმა უზრუნველყოს ავტონომიური პროვინციის ყველა მაცხოვრებლის მონაწილეობა.
კატალონიის ხელისუფლების დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს 1 ოქტომბერს გეგმავს. ისინი აპირებენ რეფერენდუმზე კითხვის დასმას: "გნებავთ კატალონიის დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს რესპუბლიკური?"
დამოუკიდებლობის მომხრეების გამარჯვების შემთხვევაში, კატალონიის მთავრობა იძლევა დაპირება რომ შედეგების გამოცხადებიდან 48 საათის განმავლობაში დაიწყება დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პროცესი.