ენერგეტიკის მუშაკთა თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი ფიქრობს, რომ ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მისი გამარჯვება ლეგიტუმური გამოსავალია.
"ირაკლი პეტრიაშვილს აქვს ბევრი მიღწევა. პეტრიაშვილი კრიტიკასაც იმსახურებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროფკავშირებმა რეალური დემოკრატია და დამუკიდებლობა გააძლიეროს, ყველა დასაქმებული იყოს დაცული, არ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო და ვინმე ერეოდეს პროფკავშირების საქმიანობაში, გარდა იმისა, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული", - განაცხადა ზენაიშვილმა.
დღეს სასტუმრო "ჰუალინგში" პროფკავშირების არჩევნები გაიმართება, სადაც სამი კანდიდატიდან ერთს აირჩევენ. ამ წუთებში პროფესიული კავშირების გაერთიანების რიგით მე-13 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა იმართება, რომლის შემდეგაც,12:00 საათზე არჩევნები დაიწყება.
არჩევნები 14:00 საათამდე გაგრძელდება. პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის ირაკლი პეტრიაშვილი, დავით ოქიტაშვილი და ამირან ზენაიშვილი იბრძვიან.
ავტორი: ლილუ მიროტაძე