ეს არის ტესტი პროფკავშირებისთვის- ირაკლი პეტრიაშვილი

10:34 09-14-2017
74

 პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატის განცხადებით; დღევანდელი არჩევნები ტესტია, რამდენად მაღლა დგას პროფკავშირები და რა არის მისთვის ღირებული. ამის შესახებ პეტრიშვილმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.

"ეს არის ტესტი პრიფკავშირებისთვის რამდენად მაღლა დგას. დღეს გამოჩნდება რა არის ღირებული. დელეგატები მზად არიან დაიცვან ორგანიზაციის უფლებები ფაქტია ის, რომ დელეგატები არიან შემართულები ის რაც ითქვა ჩემთან დაკავშირებით პირად შეურაცხოფად მიიღეს. ისინი მზად არიან დაიცვან ორგანიზაციის თავისუფლება", - ირაკლი პეტრიაშვილმა.

დღეს სასტუმრო "ჰუალინგში" პროფკავშირების არჩევნები გაიმართება, სადაც სამი კანდიდატიდან ერთს აირჩევენ. ამ წუთებში პროფესიული კავშირების გაერთიანების რიგით მე-13 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა იმართება, რომლის შემდეგაც,12:00 საათზე არჩევნები დაიწყება.

არჩევნები 14:00 საათამდე გაგრძელდება. პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის ირაკლი პეტრიაშვილი, დავით ოქიტაშვილი და ამირან ზენაიშვილი იბრძვიან.