ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა, ინსტაგრამზე, ქალიშვილის ფოტო და სახელი გამოაქვეყნა (ვიდეო)

14:29 09-14-2017
788

ცნობილია, რომ ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი, ამა წლის 1 სექტემბერს, პირველად გახდა დედა. ვარსკვლავმა მეუღლეს, ბიზნესმენ ალექს ოგანიანს, ქალიშვილი აჩუქა, რომლის სახელსაც, წყვილი, ამ დრომდე, მალავდა და როგორც ყველა ცნობილი ვარსკვლავი, შვილის გამოჩენასაც, თავს არიდებდა. 

ბავშვის დაბადება, საზოგადოებას, ჩოგბურთელის ახლობლებმა აცნობეს. 

 2 კვირის შემდეგ, რაც სერენას ქალიშვილი,  ქვეყანას მოევლინა, სერენამ შვილის ფოტო, ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

 "მოგესალმები მსოფლიოვ!  იცნობდეთ, ეს ოლიმპია ოგანიანია!" - წერს  35 წლის ჩოგურთელი ფოტოზე, რომელზეც მისი ქალიშვილია გამოსახული. 

 სერენამ განაცხადა, რომ მას საკმაოდ რთული მშობიარობა ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მას საუკეთესო ქალიშვილი ჰყავს. 

"მშობიარობა, საკმაოდ დიდხანს და რთულად მიმდინარეობდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა: ნახეთ, რა შესანიშნავი გოგო მყავს" - აცხადებს სერენა უილიამსი.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე