"ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერის კანდიდატი გიორგი გუგავა ამბობს, რომ გუშინდელ წარდგენაზე წარმოდგენილი იყო მერის ფუნქციები, თუ როგორი უნდა იყოს მერი.
როგორც "პრაიმტაიმს" გუგავამ განუცხადა, მერი უნდა ზრუნავდეს მოქალაქეებზე, არ უნდა გაავსოს მერია თავისი უსაქმური ნათესავებით და არ ჩაერთოს კორუფციაში.
კითხვაზე, როგორი რეაქცია აქვს გამოხმაურებებზე, რომელიც პარტიის ლიდერის განცხადებას მოჰყვა, რომ "გუგავა ყველგან მივა", პოლიტიკოსი ამბობს, რომ ჩვეულებრივი.
"არაფერი ჩვეულებრივი, როგორი უნდა მქონდეს", - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
მერად არჩევის შემთხვევაში გუგავა პირობას დებს, რომ იზრუნებს ადგილობრივების პრობლემების გადაჭრაზე.
"რიგში კი არ უნდა იდგნენ მოქალაქეები, როდის ნახავენ, მერი, საკრებულოს წევრები ვალლდებულნი არიან, ადგილზე გავიდნენ, გაეცნონ მოქალაქეების პრობლემებს და გადაწყვიტონ. ასე უნდა იქცეოდეს მერი, საკრებულოს წევრი", - აცხადებს გუგავა.