მერად არჩევის შემთხვევაში გუგავა ავტობუსით, ან მეტროთი ივლის

12:49 09-15-2017
261

"ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი, არჩევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლის. ამის შესახებ გუგავანმ "პრაიმტაიმთან" საუბარში განაცხადა.

პოლიტიკოსი წინააღმდეგია ზოგადად ადმინისტრაციული ხარჯების ამ მიამრთულებით გახარჯვის და ამბობს, რომ მერმა ჯიპით არ უნდა იაროს.

"უნდა აიკრძალოს ბიუჯეტიდან პერსონალური ავტომობიელბის შესყიდვა. იქნება ეს მერის მაღალი თანამდებობის პირები, თუ გამგეობის, საკრებულოს წევრები. რატომ უნდა უყიდოს სახელმწიფომ მათ ავტომობილები?! კეთილი ინებონ, საკუთარი ავტომობილებით იარონ, შემოსავლები ბევრი აქვთ, ან იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომ ხალხთან ახლოს იყვნენ. ლონდონის მერი თუ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თბილისის მერს რატომ არ ეკადრება?! ის საბიუჯეტო სახსრები მოხმარდეს უფრო აქტუალურ პრობლემებს, რაც ქალაქს აწუხებს", - აცხადებს გუგავა.

მისი თქმით, ის ახლაც ძირითადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. 

"მე ახლაც ავტობუსით და საზოაგდოებრივი ტრანსპორტით დავდივარ, რადგან საკმაოდ მოძველებული 20 წლის ავტომობილი მყავს", - განაცზხადა მერობის კანდიდატმა.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე