მომღერალი ირმა სოხაძის განცხადებით, ის "ქართულ ოცნებას" ღიად უწერს მხარს. ამის შესახებ მომღერალმა გადაცემაში "ცენზურის გარეშე განაცხდა. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ათასი თავით უკეთესია წინა ხელისუფლებაზე.
"მე ღიად ვუჭერ მხარს ამ ხელისუფლებას და როგორც შენი ოჯახის წევრი როდესაც რაღაცას ვერ აკეთებს გული გტკივა, ასევე მტკივა გული როდესაც რაღაცა არ კეთდება კარგად. სამწუხაროდ, არ კეთდება ბევრი რაღაც კარგად. არ არსებობს უნაკლო ხელისუფლება და არც გვაქვს ამის ილუზია, არც პრეტენზია და არც სურვილი. იმიტომ რომ იდეალურები ჩვენ თვითონ არ ვართ და ხელისუფალი საიდან გვეყოლება. ეს ხელისუფლება ათასი თავით რომ უკეთესია ამაზე ნუ ვიდავებთ" - აცხადებს სოხაძე.