შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი და ასევე ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მემუარებს აქვეყნებს სახელწოდებით "რა მოხდა". სამშაბათს წიგნის პრეზენტაცია წიგნის მაღაზია “Barnes&Noble”- ში შედგა. ის მანჰეტენშია განთავსებული, სხვათაშორის, საინტერესოა რომ ნიუ-იორკის ამ ნაწილში ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპი დიდი სხვაობით დაამარცხა.
წიგნში კლინტონი ხსნის იმ მიზეზებს, რამაც მისი არჩევნებში დამარცხება გამოიწვია. ავტორი ბევრს ადანაშაულებს. არჩევნებში კლინტონის მეტოქე გახლადთ თვითგამოცხადებული სოციალისტური ბერნი სანდერესი, რომლემაც ახალგაზრდების ხმა წაართვა და მოულოდნელად დაამარცხა აშშ -ს ყოფილი მდივანი.
პირველად რუსეთს ის წიგნის მეორე გვერდზე ახსენებს. ავტორმა აღინიშნა: "ამ წიგნში კამპანიის იმ მომენტებზე ვწერ, რომელსაც შევცლიდი უკან დაბრუნება რომ შემეძლოს.“
წიგნის პირველ გვერდზე კლინტონი აღწერს ტრამპის ინაუგურაციას და აღნიშნავს, რომ რამოდენიმე კვირის განმავლობაში იგი ბორძიკობა,წასულიყო თუ არა ტრამპის ინაუგურაციაზე. "ჯონ ლუისი არ აპირებდა", - დაამატა მან. სამოქალაქო უფლებების გმირი და კონგრესმენი ჯონ ლიუსმა განაცხადა,რომ არჩეული პრეზიდენტი უკანონოდ არის არჩეული და რუსეთის ჩარევის გარეშე ის ამ პოსტს ვერ დაიკავებდა.
"როდესაც მე ვესწრებოდი პუტინთან შეხვედრებს, განაგძობს ავტორი - ის უფრო მეტად ჰგავს იმ მამაკაცებს, რომლებიც მეტწილად ფართოდ შლიან ფეხებს მეტროში და ასევე იჭრებიან სხვის სივრცეში, თითქოს ამით ამბობს:" რასაც მინდა,იმას მივიღებ!“
" მე ჩემს ცხოვრებაში მომიწია ურთიერთობა მქონოდა ბევრ ლიდერ მამაკაცთან," - წერს ავტორი, "მაგრამ პუტინი რაღაც განსაკუთრებულია".
კლინტონის განცხადებით, "საზოგადოებრივ ცნობიერებაში პუტინი ჯეიმს ბონდის ფილმებიდან თაღლითად იქცა,მაგრამ მას სათანადოდ ვერ აფასებენ".
ჯორჯ ბუშმა განაცხადა,როდესაც ის პუტინს თვალებში უყურებდა დაინახა " ადამიანი რომელსაც ღირსეული ნდობა აქვს და შეძლო მის სულში ჩახდვა“
ავტორმა ხუმრობით აღნიშნა: "ის იყო კგბ-ს ოფიცერი - და სული არ აქვს ".
ჰილარი კლინტონის თქმით პუტინი პატივს არ სცემს ქალებს და მას არ აჰყავს ის ადამიანები,რომლებიც მის წინააღმდეგი არიან, ამიტომ მე მისთვის ორმაგი პრობლემა ვყავი", - განმარტავს იგი.
კლინტონის განცხადებით, პუტინი მას ვერ პატიობს რუსეთზე გამოსვლებს. კერძოდ 2011 წლის დეკემბერში, როდესაც კლინტონმა განაცხადა რომ: "რუსები, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანები, იმსახურებენ უფლებას, რომ მათი ხმა იყოს მიწვდნელი და დათვლილ!".
ავტორის შეფასებით, პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთში მიმდინარე არეულობა პროვოცირებულია ვაშინგტონის მიერ. პუტინი ამაში პირადად კლინტონს ადანასაულებს. ის მიიჩნევს რომ არეულობის ლიდერებს სწორედ კლინტონი აძლევს სიგნალს და ბიძგს.
ამ დროს კლინტონმა ბარაკ ობამას დოკუმენტები გადაუგზავნა,სადაც ააფრთხილებდა, რომ რუსეთში სიტუაცია იცვლებოდა და რომ ამერიკელებს პუტინთან მიმართებაში უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაეჭირათ.