ტელეკომპანია "იბერიას" თოქშოუ "პრიორიტეტში" ჟურნალისტ შორენა სიხარულიძესა და "ქრონიკა +"-ის მთავარ რედაქტორს, ელისო კილაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შორენა სიხარულიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ ფარულად ვინმეს შანტაჟი "ქართული ოცნების" დროსაც ხდება, ელისო კილაძე შემდეგნაირად გამოეხმაურა.
"თქვენთვის ალბათ დაუჯერებელია, რადგან "ქართული ოცნების" მომხრე ხართ და დასავლური ღირებულებები შეიძლება იავნანასავით იყოს".
"იცით რა, ბახმაროს ნიავი საითაც მომიბერავს, ისე არ ვცვლი ჩემს ღირებულებებს", - ასე უპასუხა მას შორენა სიხარულიძემ.