"პატრიოტთა ალიანსის" აქციის მონაწილეები ვარდების მოედანზე იკრიბებიან

16:06 09-17-2017
160

ვარდების მოედანზე აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მონაწილეთა სიმრავლე შეინიშნება. დახლოებით 4 საათზე ისინი ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ გაემართებიან. პარლამენტისშეენობასთან პარტიის  ლიდერები სიტყვით მიმართავენ აქციის მონაწილეებს და აქციის ბოლოს დაახლეობით 17 ადამიანი შიმშილობის აქციას დაიწყებს. 

პატრიოტთა ალიანსის აქცია ერთჯერადი აქცია არ არის. შემდეგი აქცია ბათუმში,  ერას მოედანზე გაიმართება, 8 ოქტომებრს კვლავ თბილისშია დაგეგმილი. 

შეგახსნებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსი" კონსტიტუციის ნაწილში ითხოვს:

1. კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა.

2. ახალგაზრდა თაობაში ეროვნული ცნობიერებისა და ქართული აზროვნების ჩამოყალიბება სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა.

3. უნდა აღდგეს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არც მფლობელი და არც დამქირავებელი არ შეიძლება იყოს უცხოელი. 

5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს!

"პატრიოტთა ალიანსს" მოთხოვნები აქვს პოლიტიკურ ნაწილშიც:

1. შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დაიწყებს მუშაობას ახალი პოლიტიკური ფორმატის "საქართველო-ნატო-რუსეთის" ამოქმედებაზე, რომელიც უპრეცედენტო პროექტია თავდაუსხმელობის, უსაფრთხოების, საზღვრების უცვლელობის კუთხით. ამავე კონტექსტში დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან.

სოციალური პოლიტიკის ნაწილში მოთხოვნები ეხება შემდეგ საკითხებს:

1. შეიქმნას საბანკო გადასახადების მარეგულირებელი კომისია, რომელიც დაარეგულირებს არა უბრალოდ საბანკო კრედიტის პროცენტის მოცულობას, არამედ ჯამში ყველა საბანკო გადასახადს.

2. სასწრაფოდ შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული დაზარალებული მეანაბრის და იპოთეკარის საქმეს და არა მარტო განიხილავს, არამედ ინდივიდუალურად გადაწყვეტს ყველა კონკრეტული ოჯახის საკითხს.

3.დაიწყოს ხელახალი აღწერა და სოციალური შემწეობა აღუდგეს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც ის უსამართლოდ გაუუქმეს.

 როგორც ირმა ინაშვილმა განმარტა, აქციების მსვლელობისას ხელისუფლებას საკმაო დრო ექნება იმისთვის, რომ ამ ყველაფერზე დაფიქრდეს და თუ მთავრობა მოლაპარაკებებზე არ წამოვა, "პატრიოტთა ალიანსი" მოთხოვნებს ხელისუფლების იმპიჩმენტის საკითხიც დაემატება.

"ეს აქციები არ დასრულდება ისე მარტივად, როგორც სრულდება ხოლმე საქართველოში", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.