"პატრიოტთა ალიანსი" ოქტომბრის დასაწყისში მოსკოვში მიემგზავრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ განუცხადა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებების გარეშე აფხაზებთან, ოსებთან და რუსებთან, ჩვენ ქვეყანას ვერ გავამთლიამებთ",- განაცხადა ადა მარშანიამ.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრები რუსეთში ვიზიტისას შეხვდებიან ფედერაციის საბჭოს და დუმის დეპუტატებს. მხარეები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები მოსკოვში ივნისში იმყოფებოდნენ.