ლონდონის მეტროსადგურ "პარსონს გრინის" ხაზზე მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირის ფოტოები გამოქვეყნდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. ფოტოზე 21 წლის ეჭვმიტანილი იაჰია ფარუხია აღბეჭდილი. ფარუხი ბრიტანელმა სამართალდამცველებმა 17 სექტემბერს დააკავა.
შეგახსნებთ, რომ 15 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 8:20 საათზე, ლონდონში, მეტროსადგურ "პარსონს გრინის" ხაზზე, მატარებლის ბოლო ვაგონში ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაშავდა.