,,ირმა ინაშვილის პარტია საპროტესტო ტალღაზე თამაშობს", - ასე აფასებს სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა ,,პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო კამპანიას.
ზურაბ ბიგვავას თქმით, ინაშვილი ელისაშვილს ხმეს გაუყოფს.
ზურაბ ბიგვავა, სოციოლოგი: ,,რა თქმა უნდა, ირმა ინაშვილის პარტია საპროტესტო ტალღაზე თამაშობს. სხვადასხვა მიზეზით უკმაყოფილო ადამიანები, ზოგს უკვე დღეს უნდა მიიღოს გარკვეული დივიდენდი, ისინიც, ვინც საბჭოთა კავშირს მისტირიან, ვერ აცნობიერებენ, რომ ის დრო აღარ დაბრუნდება. ეს პოლიტიკური ძალა სწორედ მათ ილუზიებზე აკეთებს აქცენტს და ამაზე თამაშობენ.
– ინაშვილი ელისაშვილს ხმებს გაუყოფს?
– რა თქმა უნდა, ელისაშვილს გაუყოფს. საერთოდ, ოპოზიციური პარტიები საპროტესტო ელექტორატზე მუშაობენ. აქ სხვადასხვა ჯგუფებია.