"პოლონელმა მესაზღვრეებმა დოკუმენტი გადმოგვცეს, რომელიც ადასტურებს, რომ კანონი არ დაგვირღვევია"

18:59 09-18-2017
104

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ორი დღის წინ პოლონელი მესაზღვრისგან მიიღეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პოლონეთიდან უკრაინაში გადასვლის დროს კანონი არ დაურღვევიათ. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ლვოვში განუცხადა, სადაც მის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

"ჩვენ კანონიერად გამოვიარეთ პოლონეთის საზღვარი. ახლა ესენი გვიმტკიცებენ, რომ მე დავარღვიე სახელმწიფო საზღვარი. ვინ იტყუება?! პოლონელებს არაფერში სჭირდებათ სიცრუე. შევხედავთ რა იქნება, მთავარია, რომ არაფერი დამირღვევია“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

"რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ლვოვის სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.აქციის მონაწილები, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. აქციაზე გამოფენილია ტრანსფარანტები შინაარსით ”მიშა წადი”.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე